ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიუ-იორკი ახალი წლის შესახვედრად, თაიმ სკვერის ბურთი კი დასაშვებად მზადაა

ნიუ-იორკი ახალი წლის შესახვედრად, თაიმ სკვერის ბურთი კი დასაშვებად მზადაა

კრისტალებით დაფარული შუშის ბურთი წელსაც ნიუ-იორკში თაიმ სქვერზე ტრადიციულად ღამის 12 საათზე დაეშვება.
ორშაბათს მისი სატესტო დაშვება უკვე გაიმართა და თითქმის 6-ტონიანი ბურთის ჩამრთველიც შემოწმებულია. ის იმ ადგილს დაუბრუნდა, საიდანაც უნდა დაეშვას, ახალი წლის ღამისთვის ყველაფერი მზადაა. ბურთი 2 688 სამკუთხედის ფორმის კრისტალითაა დაფარული.
ორშაბათის დაშვება მხოლოდ ერთ-ერთი იყო მოსამზადებელ ღონისძიებებს შორის. კვირას გაფანტეს ფერადი ქაღალდებიც, იმის მსგავსი, რაც ახალი წლის დადგომისას გაიფანტება ჰაერში. ამ დროს 1 360 კილოგრამ ფერად, ბრჭყვიალა ქაღალდს გაფანტავენ. ზოგიერთ მათგანზე იმ ადამიანიების სურვილებია დაწერილი, რომლებმაც 2025 წლის დადგომამდე ისინი სპეციალურ ყუთებში ჩაყარეს.
"ეს აქ, ნიუ-იორკში მთელი პლანეტის გზაჯვარედინია", - თქვა ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა. "ადამიანები მთელი მსოფლიოდან გვიყურებენ, როგორ დავითვლით წამებს ახალი წლის დადგომამდე".
ახალი წლის შესახვედრი ცერემონიისთვის ქალაქში მზად არიან სამართალდამცავებიც. პოლიციის კომისიონერი ჯესიკა რიჩი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი კონკრეტული ცნობილი, ან დადასტურებული საფრთხე, თაიმ სკვერზე მოზეიმეები იხილავენ უამრავ პოლიციელს როგორც ქალაქის ცენტრში, ისე - მის სხვადასხვა ნაწილში.
ახალი წლის ღამეს ნიუ-იორკში ბურთის დაშვების ტრადიციას დაახლოებით 120-წლიანი ისტორია აქვს. ის მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის თავდასხმისგან დასაცავად, 1942 და 43 წლებში არ დაუშვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.