ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნენე კვინიკაძე: გამოძახებულმა ელექტრიკოსმა მუშაობის დროს მითხრა: წყნეთში ერთ ოჯახში დენის ჩასაჭრელად გამაგზავნეს; ფიცრულის კარი ბავშვმა გამიღო და ...

"ერთხელ გამოძახებულმა ელექტრიკოსმა მუშაობის დროს მითხრა: წყნეთში ერთ ოჯახში დენის ჩასაჭრელად გამაგზავნეს; ფიცრულის კარი ბავშვმა გამიღო და იქვე დავინახე ლოგინადჩავარდნილი ბებიაო. ვერ ჩავჭრიდი დენს იქ, სადაც ელექტროქურაზე საჭმელს პატარა ბიჭი ამზადებსო. ამ კაცს ხელფასიდან თანხა ჩამოაჭრეს. გაბრაზდა და სამსახურიდან წამოვიდა.
მითხრა: აღარ მიდარდია. სხვა შემთხვევაში ღამე რა დამაძინებდაო," - წერს სოციალურ ქსელში მწერალი, სცენარისტი ნენე კვინიკაძე.
შეგახსენებთ, ზუგდიდში ხანძარი, სავარაუდოდ, სანთელმა გააჩინა. ოჯახს გადაუხდელობის გამო დენი ჩაჭრილი ჰქონდა და დედამ შვილებს ანთებული სანთელი დაუტოვა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.