ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნანი ბრეგვაძემ ეროვნულ არქივს ოჯახში დაცული აუდიო, ფოტო და წერილობითი მასალა გადასცა

ნანი ბრეგვაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ოჯახში დაცული აუდიო, ფოტო და წერილობითი მასალა გადასცა.
დოკუმენტებს შორის არის მაგნიტურ ფირებზე, გრამფირფიტებსა და აუდიოკასეტებზე სხვადასხვა დროს ჩაწერილი რომანსები და საესტრადო სიმღერები, ასევე საკონცერტო აფიშები, პროგრამები, წერილები და სხვა დოკუმენტები.
საარქივო წესით დამუშავების შემდეგ ნანი ბრეგვაძის საოჯახო არქივის მასალა დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.