არქივი18 მაისი, 2026, 12:51
ნაშიხ ორდუხანოვი: წინა პატრიარქის ბატონ ილია ll-ის დროს მსგავსი განცხადებებს არ გვესმოდა, პირიქით მან ყოველთვის თანასწორობაზე და სხვა ერებისადმი პატივისცემაზე უსვამდა ხაზს

"მინდა გამოვეხმაურო საქართველოს ახალარჩეული პატრიარქის განცხადებას რომელიც უკავშირდება საქართველოში "სხვა ერების გამრავლებას". მინდა აღვნიშნო, რომ მეც ვარ ე.წ " სხვა ერის წარმომადგენელი" და საქართველოს პატრიარქისგან მსგავსი განცხადების მოსმენა არ იყო სასიამოვნო. ჩვენ წინა პატრიარქის ბატონ ილია ll-ის დროს მსგავსი განცხადებებს არ გვესმოდა, პირიქით მან ყოველთვის თანასწორობაზე და სხვა ერებისადმი პატივისცემაზე უსვამდა ხაზს.
მე ვფიქრობ რომ საქართველოში მთავარი პრობლემას წარმოადგენს არა "სხვა ერების გამრავლებამ" არამედ ქვეყანაში უსინდისო ადამიანების, პედოფილების, რასისტების, ფაშისტების, თაღლითების, კრიმინალების და ა.შ. გამრავლებამ. შესაბამისად ჩვენ როგორც პატრიარქი, იმამები, საზოგადოება, ხელისუფლება, მრევლი და ხალხი ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ რომ ამ ქვეყანაში გამრავლდეს არა "კონკრეტული ერის წარმომადგენლები" არამედ "კეთილსინდისიერი ადამიანების" რაოდენობა" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს აზერბაიჯანელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარბაზის მკვიდრი ნაშიხ ორდუხანოვი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.