მელანია ტრამპი და პენ ლიუანი დიპლომატიაში ელეგანტურობას აბრუნებენ (ფოტოები)

მელანია ტრამპი და პენ ლიუანი დიპლომატიაში ელეგანტურობას აბრუნებენ – ამის შესახებ საიტი Cultura Colectiva წერს.

ორი პირველი ლედი შესანიშნავად გამოიყურებოდა პრეზიდენტ სი ძინპინის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე; ისინი გამოირჩეოდნენ იმ ღირსეული და თავდაჯერებული მანერებით, რასაც მათი სტატუსი მოითხოვს. ყურადღება მიიპყრო მათმა თბილმა ურთიერთობამაც.


ეს არ ყოფილა მათი პირველი შეხვედრა. მელანია და პენი ერთმანეთს, ჯერ კიდევ 2017 წელს, დიპლომატიური ვიზიტების დროს შეხვდნენ;
ორივე ქალბატონი ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე პირველი ლედის სტილი და დიპლომატიური იმიჯი.