არქივი28 ნოემბერი, 2023, 10:12
"მანჩესტერ იუნაიტედი" ტიმო ვერნერით ინტერესდება
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტიმო ვერნერის დამატებას შეეცდება. The Telegraph-ის ინფორმაციით, "მანკუნიანელები" გერმანელი გარემარბის გადაბირებით ინტერესდებიან.
გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა ტრანსფერის ინიციატორი პირადად "იუნაიტედის" დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგია.
თავის მხრივ, ვერნერი "ლაიპციგში" მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და პრემიერ ლიგაში დაბრუნების შესაძლებლობა იზიდავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.