ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიდერობს ბადრა გუნბა - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება

ლიდერობს ბადრა გუნბა - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა განაცხადა, რომ გაიმართება ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც, მისი თქმით, მონაწილეობას მიიღებენ ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 16 თებერვალს გამოაცხადებს, - იუწყება სააგენტო აფსნიპრესი, - თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი იყო ორზე მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი და არცერთი მათგანი არ იქნა არჩეული, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ ორი კანდიდატის მონაწილეობით, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. განმეორებითი კენჭისყრა იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს ორ კვირაში“.
წინასწარი შედეგების მიხედვით ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე განაწილდა:
ბადრა გუნბა - 46%
ადგურ არძინბა - 37%
რობერტ არშბა - 7%
ოლეგ ბარციცი - 4%
ადგურ ხურუმალი - 1%
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ ამომრჩევლთა რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა.
წყარო: რადიო თავისუფლება

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.