არქივი16 თებერვალი, 2025, 12:40
აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გამართული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მეორე ტურის ჩატარდება.
საბოლოო ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ბადრა გუნბა და მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატი ადგურ არძინბა.
დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუნბამ ხმების დაახლოებით 46% მოიპოვა, ხოლო არძინბამ – 37%. დარჩენილი ხმები დანარჩენ სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.