არქივი19 დეკემბერი, 2024, 00:14
ლევან თაქთაქიშვილი: ვიზალიბერალიზაციას რამე არ შეეხოსო! ამას ვდარდობთ და მალე ერთმანეთთან ურთიერთობაზე დაგვჭირდება ვიზა!

"ვიზალიბერალიზაციას რამე არ შეეხოსო! ამას ვდარდობთ და მალე ერთმანეთთან ურთიერთობაზე დაგვჭირდება ვიზა! ზოგიერთ ნათესავთან მისვლაზე! ზოგ ახლობელთან სტუმრობაზე!
როგორ? დაურეკავ საერთო ნაცნობს და ეტყვი: რომ მივიდე, კიბეებზე არ დამაგორებსო? ასე პოლარიზებული არასოდეს მინახავს ქალაქი!" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.