ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვიამ უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა ჩამორთმეული ავტომანქანები

ლატვიამ უკრაინას დეკემბერში გადასცა 271 ავტომანქანა, რომლებიც საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის გამო ჩამოართვეს მძღოლებს.
ჩამორთმეული ავტომანქანების საფასური სულ მილიონი ევროა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Delfi. ჩამორთმეული მანქანების უკრაინისთვის საჩუქრად გადაცემის შესახებ კანონი ლატვიის პარლამენტმა მიიღო თებერვალში. კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილებას ლატვიის მთავრობა იღებს.
სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის თანახმად, კიდევ მზადდება 160 ათასი ევროს ღირებულების 34 ავტომანქანის გადაცემის საბუთები.
ავტომანქანები უკრაინაში ჩააქვს ორგანიზაცია „ტვიტერ-კონვოის“. ფირმა უკრაინას ამარაგებს სხვა ავტომობილებითაც. წელს უკრაინას ლატვიისგან სულ გადაეცა სხვადასხვა დანიშნულების 1100 ავტომანქანა, რომელთა საფასური ორი მილიონი ევროა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა (ყოფილი პრემიერ-მინისტრი) კრიშიანის კარინშმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინას ლატვიაში მთელი საზოგადოება უჭერს მხარს, "მათ შორის ისინიც, ვინც მთვრალი უზის საჭეს“. მანვე განმარტა, რომ უკრაინას გადასცემენ არა ყველა ჩამორთმეულ მანქანას, არამედ მათ, რომლებიც ნამდვილად გამოდგება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.