ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონკურენციის სააგენტომ biletebi.ge-სთან მომხმარებლის სასარგებლოდ ხელშეკრულება გააფორმა - რა დაევალა კომპანიას?

კონკურენციის სააგენტომ biletebi.ge-სთან მომხმარებლის სასარგებლოდ ხელშეკრულება გააფორმა - რა დაევალა კომპანიას?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთებით ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს “ელ.ბილეთებთან“ (www.biletebi.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
· გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
· შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და განათავსოს ვებ-გვერდზე -www.biletebi.ge, სოციალურ ქსელში და სხვა ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე;
· უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება;
· მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და ა.შ.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 3 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის რვა თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 570 განაცხადი დაფიქსირდა. 123 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 59 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს - 47 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 38 301 ლარი. პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 108 საქმეზე - 93 შეთანხმება გაფორმდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.