GCCA-მ biletebi.ge-სთან მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთებით ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს “ელ.ბილეთებთან“ (www.biletebi.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
· გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
· შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და განათავსოს ვებ-გვერდზე – www.biletebi.ge, სოციალურ ქსელში და სხვა ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე;
· უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება;
· მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და ა.შ.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 3 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.
ცნობისთვის, 2024 წლის რვა თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 570 განაცხადი დაფიქსირდა. 123 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 59 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 34 მოვაჭრეს – 47 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 38 301 ლარი. პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 108 საქმეზე – 93 შეთანხმება გაფორმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით