ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიდევ ერთი დებიუტანტი უკრაინის ნაკრებში? - საქართველოსთან მატჩში რებროვი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს

კიდევ ერთი დებიუტანტი უკრაინის ნაკრებში? - საქართველოსთან მატჩში რებროვი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს

ჟურნალისტ იგორ ბურბასის ინფორმაციით, უკრაინის ნაკრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი დებიუტანტი ჰყავდეს.
ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი "შახტარის" 23 წლის ნახევარმცველის დმიტრო კრისკივის მიწვევას აქტიურად განიხილავს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში დონეცკელთა ფორმა ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში მოირგო, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შეხსენებისთვის, გუშინ Sport.ua-მ თავის წყაროებზე დაყრდნობით გვაუწყა, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის უკრაინის ნაკრებს კიდევ ერთი დებიუტანტი ეყოლება და ეს დონეცკის "შახტარის" 24 წლის ნახევარმცველი არტიომ ბონდარენკო იქნება.
მოკლედ, უკრაინის ნაკრები 11
ოქტომბერს ერთა ლიგის B ჯგუფში პოზნანში საქართველოს, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს დაუპირისპირდება და შესაძლოა, რებროვის განკარგულებაში ორი დებიუტანტი იყოს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.