ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელია: "ვაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნებისკენ"

კვარაცხელია: "ვაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნებისკენ"

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ნაპოლის" (2:0 "მონცასთან") გამარჯვებასა და ხვიჩა კვარაცხელიას (გოლი გაიტანა) თამაშს სერია "ა" ასე გამოეხმაურა - "ქართველი ვარსკვლავი."
ხვიჩა კვლავ გამორჩეული იყო. მის შეჩერებას ან თამაშის წესების დარღვევით ახერხებდნენ, ან მჭიდრო მეურვეობის პირობებში. მსაჯი ჯარიმას გაუგებარ ვითარებაში არ აფიქსირებდა. "კვარამ" უხეშობისთვის გაფრთხილებაც მიიღო, თუმცა საქმე განზრახ მოქმედებასთან არ გვქონია; ამ პერიოდში, მოწინააღმდეგეების მოქმედებების გამო ცოტათი აღელვებული ჩანდა.
კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ უკმაყოფილება ეტყობოდა. წინა ტურში, "იუვესთან", მწვრთნელმა ადრე გაიყვანა, თასზე დაასვენა და როგორც ჩანს, მეტის თამაშის წყურვილი ჰქონდა.
შეგახსენებთ, 77-ე ნომრის მონაპოვარი უკვე 3 გოლი და 2 შედეგიანი პასია.
გამარჯვებას თავად ქართველი ფეხბურთელიც გამოეხმაურა: "ვაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნებისკენ". ნეაპოლელები 6 ტურის შემდეგ ლიდერები არიან, ევროტურნირებზე არ ასპარეზობენ და ტურიდან ტურამდე მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. ანტონიო კონტეს გუნდი "იუვენტუსს" უკვე დაუპირისპირდა, სხვა გრანდებს კი ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში შეხვდებიან.
ვერ გავიგე რატომ ცდილობს ხვიჩა საჯარიმოში ბურთი აუცილებლად ლუკაკუს მისცეს, მაშინ როცა ის დაკეტილია, თვითონ კი უკეთესი გაგრძელებაა. მეტად უნდა აიღოს თავის თავზე კარში დარტყმა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.