არქივი23 სექტემბერი, 2024, 13:22
კანავარომ შესაძლოა სერია A-ს გუნდი ჩაიბაროს

იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კანავარომ შესაძლოა "მონცა" ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ალესანდრო ნესტას ხელმძღვანელობით "მონცამ" სერია A-ს საწყის 5 მატჩში 3 ქულა მოიპოვა, ადრიანო გალიანიმ გადაწყვიტა გუნდის ჩაბარება კანავაროს შესთავაზოს. ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ფაბიოს გუნდის გაწვრთნა.
შეგახსენებთ, ბოლოს კანავარო "უდინეზეს" თავკაცობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.