ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადამ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

კანადის თავდაცვის სამინისტრომ "რამშტეინის" ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა კანადისგან ჯამში 15 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების 10 მრავალფუნქციურ გასაბერ ნავს მიიღებს.
"მინისტრმა ბლერმა გამოაცხადა Zodiac Hurricane Technologies-ის მიერ წარმოებული 10 მრავალფუნქციური ხომალდის გადაცემა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი კანადური დოლარია. [დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი]. ეს მრავალძრავიანი ხისტი კორპუსის გასაბერი ნავები დაეხმარება უკრაინას სხვადასხვა საზღვაო ოპერაციებში, მათ შორის სამძებრო-სამაშველო, ჯარისკაცებისა და ტვირთების გადაზიდვაში, მეთვალყურეობასა და დაზვერვაში“, - აცხადებენ კანადის თავდაცვის დეპარტამენტში.
გარდა ამისა, კანადა უკრაინელებს აღნიშნული ნავების გამოყენებაში ტრენინგს გაუწევს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.