ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინვესტიციების თითქმის ნახევარი გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა

ინვესტიციების თითქმის ნახევარი გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, 266.7 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან მიიღო. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოზე FDI-ის 46.4% მოდის.
უმსხვილესი ინვესტორების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა იაპონია - 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3%), ხოლო მესამეზე მალტა - 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6%).
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია. წლის პირველ ნახევარში კი საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.