ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იენს სტოლტენბერგი - უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, დიდი დახმარება გზაშია

უკრაინისთვის დახმარება გზაშია, გამარჯვებისთვის გვიანი ჯერ არ არის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ახლა ჩვენი მოვალეობაა - [უკრაინის წინაშე] ეს ვალდებულებები იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებებად ვაქციოთ - და სწრაფად გავაკეთოთ ეს” , - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში “ნატოს წევრებმა არ გაუწიეს ის მხარდაჭერა, რომელსაც დაპირდნენ” კიევს, “თუმცა უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, ვინაიდან დიდი დახმარება უკვე გზაშია.”
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესმა ცოტა ხნის წინ უკრაინის დახმარებისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცა, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებმა, კერძოდ კი დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა, დახმარების ახალი პაკეტები დააანონსეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.