ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი დიპლომატებს: ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, არავინ აპირებს დანებებას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა უკრაინელ დიპლომატებს და მოუწოდა მათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე იმუშაონ.

მისი თქმით, უკრაინისთვის მთავარი თავდაცვითი შედეგი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.

პრეზიდენტმა, ასევე, ჩამოაყალიბა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნები მომავალი წლისთვის. პრიორიტეტებს შორის არის მუშაობა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე.

„ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, რადგან არავინ აპირებს დანებებას. უკრაინა გაიმარჯვებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.