ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის რაკეტების სანაცვლოდ უკრაინული დრონები შესთავაზა

ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის რაკეტების სანაცვლოდ უკრაინული დრონები შესთავაზა

თეთრ სახლში, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ურჩევნია უკრაინას Tomahawk-ის რაკეტები არ დასჭირდეს.

მისი თქმით, Tomahawk-ის რაკეტები არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას სურს ომის დასრულება.

შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ეს არის ტექნოლოგიური ომი" და მას Tomahawk-ების გარდა სხვა დრონები და რაკეტებიც სჭირდება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა აშშ-ს რაკეტების მიწოდების სანაცვლოდ, უკრაინული წარმოების დრონები შესთავაზოს. რაზეც ტრამპმა თქვა, რომ ის ამით დაინტერესებულია.

ისინი ძალიან კარგ დრონს ქმნიან... ასე რომ, ჩვენ ვისაუბრებთ Tomahawk-ებზე... ბევრად უფრო სასურველია, რომ მათ Tomahawk-ები არ დასჭირდეთ, ბევრად უფრო სასურველია, რომ ომი დასრულდეს," - განაცხადა ტრამპმა. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.