ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინული დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება ტრამპის გუნდთან შესახვედრად

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინული დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება ტრამპის გუნდთან შესახვედრად

უკრაინული დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება ტრამპის გუნდთან შესახვედრად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხ კოლეგა, პეტრ პაველთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ დღეებში დაგეგმილი იქნება შეერთებულ შტატებში ჩვენი უკრაინელი წარმომადგენლების შეხვედრები”,-განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინული გუნდი აქტიურად მუშაობს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან და ახლა უკრაინული დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრების მერე “მეტი სიცხადე იქნება, როგორც იმ დოკუმენტებთან მიმართებაში, რომლებიც უკვე ფაქტობრივად მომზადებულია ამერიკულ მხარესთან, ასევე რუსეთის პასუხთან მიმართებაში იმ დიპლომატიური სამუშაოსადმი, რომელიც ხდებოდა და ხდება”.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ზოგიერთი მასალის ბოლომდე შემუშავება, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებსა და აღდგენასთან დაკავშირებულ პაკეტს ეხება. ზელენსკის თქმით, თუ ყველაფერი ბოლომდე იქნება შემუშავებული, შეთანხმების ხელმოწერა შემდეგ კვირას დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეა შესაძლებელი.

„საკითხი იმაში არ არის, რომ სასწრაფოდ ხელი მოვაწეროთ დღეს. მნიშვნელოვანია, რომ იქ ყველა ასპექტი იყოს, რომლებზეც პარტნიორებთან ვსაუბრობდით, რომ უკრაინა არ იყოს “შიშველი და ფეხშიშველი” ომის შემდეგ, რომ რეალური ფინანსური მხარდაჭერა გვქონდეს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.