: ირაკლი კაკაბაძემ გამოიყვანა თუ არა კომფორტის ზონიდან წულუკიანი? კი. მორჩა. სხვა დეტალები აღარაა აქ საინტერესო

“ირაკლი კაკაბაძემ გამოიყვანა თუ არა კომფორტის ზონიდან წულუკიანი? კი. მორჩა. სხვა დეტალები აღარაა აქ საინტერესო. მით უფრო, ამ სახალისო პერფორმანსის გმირი არ მგონია რამეს ითხოვდეს ჩვენგან:) უბრალოდ უყურეთ და დატკბით როგორ მიუშვირა წყლის ჭავლივით სიმართლე
ივანიშვილის მსახურს. მინისტრს, რომელმაც გაანადგურა კულტურა, არათუ როგორც თავისუფალი და ცოცხალი, არამედ საერთოდ გამოაცალა შინაარსი და გადააქცია ერთ დიდ კიჩად და ტრაგიკომედიად. მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად არ ისმენს განსხვავებულ აზრს (არათუ ასეთ სილაში გაწვნას) დარჩენილია უნიჭო მონების გარემოცვაში, რომელნიც ეუბნებიან: “მიდი, თეა, არ გაჩერდე” – ჰოდა, შეგვარგეთ რომ მისივე მიტაცებულ მწერალთა სახლში კეკლუცად და უტიფრად მისულს მოუწია ამ ყველაფრის ატანა. როგორი გასაძლებია ვაჭარს რომ გეძახიან, შენს ბიძინას ბარიგას რომ ეძახიან (არადა ბიძინას გამო არ ავარდა აგლეჯილი მიკროფონით სცენაზე და გაუმარჯოსო კიოდა), ჰოდა, გავხალისდებით ცოტას, თუ შეიძლება. სხვა არაფერი არ უნდა მოყვეს ამ ვიდეოს:)” – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების შეხვედრა კობახიძესთან დასრულდა და ამ ხალხს წამალზე კი არ ესაუბრა, არა, მათ ესაუბრა პოლიტიკაზე და შეუთანხმდა, რომ არც ერთ პარტიას არ უნდა დაუჭირონ მხარი

ქეთი მოლაშვილი: დაიცავი ილიაუნი-ს სტუდენტებმა, ინფორმაცია დადეს, ამ წამს, 2 000 000 შეგროვდა ქართველი ხალხისგანო. ეს სტუდენტები იცით ვინ არიან? 1 მილიონი რომ შეაგროვეს და ქ.ოცნებამ გაშავება რომ დაუწყო