ვიკა ბუკია: ჯეკოზე ეს უნდა გაგვახსენდეს

“ჯეკოზე ეს უნდა გაგვახსენდეს.
2023 წლის 22 მარტს მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა 27 წლის მზარეული ლაზარე აროშვილი ძარცვასა და თავდასხმაში ცნო დამნაშავედ და 5წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ადანაშაულებენ, რომ გოლიათი სპორტსმენი გალახა და გაძარცვა გაწრიპულმა მზარეულმა. შეუძლებელია ფიზიკურად ეს მომხდარიყო. უბრალოდ შეუძლებელი. გარდა ამისა, “ნაძარცვი” ტელეფონი “დამნაშავეებს” არ აღმოაჩნდათ. ის “დაზარალებულის” ქურთუკთან ერთად ღამითვე უპოვია გამვლელს და დაუბრუნებია. როცა ლაზარეს დედამ კითხა გამომძიებელს: ტელეფონი თუ ვიღაცამ დააბრუნა, ჩემი შვილი რა შუაშიაო, მხრები აუჩეჩია რა ვი “ეს ორი ადამიანი ხელს ადებსო”.
ხომ არის სასწაული?
სინამდვილეში ეს ხდება:
დაკავებამდე, ორი კვირით ადრე, ლაზარეს ჯონი კოშაძესთან „შელაპარაკება“ მოუვიდა და კოშაძე მას დაემუქრა. კოშაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსია და ნამდვილი გარეწრის სახელი აქვს.
კოშაძეზე რეებს მწერს მისივე შეშინებული მეზობელი ინბოქსში, აქ ვერ დავდებ. მისივე თხოვნით.. სწორად იქცევიან თუ არა ისინი ვინც დუმან, თუნდაც შიშის გამო, ცალკე ამბავია. ფაქტია, აწიოკებს ეს ნაძირალა მთელ სამეზობლოს.
ის, რაც ნახეთ ჩცდ-ში რეალურად ხდება ამ ქვეყანაში. ჯეკო და ზვერაძე არის ჩემთვის ლაზარე და ის ნაძირალა კოშაძე. ახლა ლაზარეების (ორივესი) ჯერია დატოვონ საპატიმრო.
მარცხნივ ლაზარეა
მარჯვნივ “ნაცემი დაზარალებული”” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნაისტი ვიკა ბუკია.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე

მერაბ მეტრეველი: კობახიძე ცდილობს რუსების მიერ დაპყრობილ ერებს: ქართველებს, სომხებს, ესტონელებს და ა.შ. ისეთივე პასუხისმგებლობა დააკისროს საბჭოთა კავშირის დანაშაულებზე, როგორი პასუხისმგებლობაც აქვთ რუსებს (ვიდეო)