არქივი9 დეკემბერი, 2024, 13:54
ესტონეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე თავად მიხალი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალსა და უმაღლესი რადას სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდება.
„უკრაინის მხარდაჭერა, მის გამარჯვებამდე, ესტონეთის პრიორიტეტად დარჩება, დათმობებზე არ წავალთ. უკრაინის გამარჯვება ევროპის, აშშ-სა და მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვებაა“, - წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.