ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნულმა ბანკმა „ფინაგრო“ დააჯარიმა - ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო?

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინაგრო“ ეროვნულმა ბანკმა 4 000 ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმების მიზეზი არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის 2 შემთხვევა გახდა.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციისწარდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი“, - წერს ეროვნული ბანკი 21 აგვისტოს დოკუმენტში.
სააქციო საზოგადოება 2007 წელს დარეგისტრირდა და მისი გენერალური დირექტორი ალექსი ახალბედაშვილია. სააქციო საზოგადოების გამგეობის წევრები კი არიან დავით კვერნაძე და ლაშა რამიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.