ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში პირველ მარტს გაიმართება

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში პირველ მარტს გაიმართება

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში პირველ მარტს გაიმართება.
მეორე ტური დე ფაქტო სახელისუფლებო წარმომადგენლის, ბადრა გუნბასა და მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, ადგურ არძინბას შორის გაიმართება.
აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და ა.შ.
დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბადრა გუნბამ ხმების დაახლოებით 46%, ადგურ არძინბამ კი 37% მოიპოვა. ხმების დანარჩენი წილი კი სხვა სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა.
დე ფაქტო არჩევნების გამართვამდე, ადგილობრივი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, დიდი უპირატესობა ექნება ოპოზიციის კანდიდატს, რადგან დანარჩენი სამი კანდიდატის მხარდამჭერები სწორედ მას მისცემენ ხმას.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.