ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „შს მინისტრს“ პენსიონერი ხელჯოხით დაესხა თავს - „საპა“

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „შს მინისტრს“ პენსიონერი ხელჯოხით დაესხა თავს - „საპა“

68 წლის პენსიონერი ხელჯოხით დაესხა თავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს, ალან გუჩმაზოვს, ინფორმაციას ტელეგრამის არხი „Сапа Цхинвал-ი" ავრცელებს.
არხის ინფორმაციით, 10 მაისს გუჩმაზოვი ჯავის რაიონის სოფელში შეხვედრას მართავდა, რა დროსაც "ადგილობრივს შენიშვნა მისცა, ნუ უშლიდა ხელს სხვებს", საპასუხოდ პენსიონერმა მას ხელში რამდენჯერმე ჩასცხო ხელჯოხი.
პენსიონერი დააკავეს და დროებითი მოთავსების საკანში გადაიყვანეს. "საპა" წერს, რომ სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ეჭვმიტანილი ნასვამი იყო. გამოცემა არ აზუსტებს, რა მუხლით აღიძრა საქმე.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Рес-სა" და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.