გრძელდება საჰაერო თავდასხმები უკრაინაზე, მათ შორის კიევზე

15 და 16 დეკემბერს რუსეთიც და უკრაინაც იუწყებოდნენ, რომ ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის ათობით დრონი – უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის თავზე, სამხრეთის და აღმოსავლეთის რეგიონებში და კიევში. აცხადებს, რომ რუსეთის შეტევის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აპირებს მხარდაჭერის მობილიზაციას და “პარტნიორებთან თანამშრომლობას უკრაინის თავდაცვაში ერთიანობის შესანარჩუნებლად”, იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დაფინანსების პროცესს მზარდი წინაღობები ექმნება, უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებული ომის 22-ე თვეში.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა თავშესაფრებში დარჩნენ, 15 დეკემბერს, ღამით დედაქალაქში ისმოდა გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი პოპკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მსხვერპლი არ არის და ქალაქს მცირედი ზიანი მიადგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ჩამოაგდეს უკრაინის 26 დრონი, ოკუპირებული ყირიმის თავზე.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურა რუსეთის 31 დრონი, საერთო ანგარიშით გაშვებული 32 საფრენი აპარატიდან.
უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთაღმოსავლეთში გრძელდება ინტენსიური შეტაკებები.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი