ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოჩა მირცხულავა: გამოგონილი ბრალდებით, გამოგონილი ჩვენებებით, ცრუმოწმეობით - ანუ უსამართლობით, შვილები ციხეში გამოუმწყვდიო დედას - ამის პატიება არ მოსულა

გოჩა მირცხულავა: გამოგონილი ბრალდებით, გამოგონილი ჩვენებებით, ცრუმოწმეობით - ანუ უსამართლობით, შვილები ციხეში გამოუმწყვდიო დედას - ამის პატიება არ მოსულა
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
იცით, რით მახსოვს დედა? თუ შეუძლოდ ვიყავი ათასჯერ მკითხავდა: "როგორ ხარ დედა-შვილო? გტკივა დედა? შენ შემოგევლოს დედა..." აი, ვფიქრობდი მწყობრიდან გამოვყავარ და მორიგჯერ რომ არ დაესვა იგივე კითხვა: "გტკივა?" ვამბობდი: "-არა! არ მტკივა, კარგად ვარ!" და ის "ჰო, დედა, კარგად უნდა იყო. შემოგევლოს შენი დედა!". მერე მივხდი რაც ხდებოდა, უკვე გვიან... პროგრამა უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის - "კარგად ვარ!" და ეს რეალურად მუშაობდა.
იმაზეც მიფიქრია, დედები შვილებს რატომ არ ეძახიან მეტწილად "შვილო" და ეძახიან "დედა", "დედა-შვილო...". ანომალია? არა, ეს სულის სილამაზეა, სხვა კოდია - სულიერი და ხორციელი ერთობის - მე და შენ, დედა შვილობაში დედისთვის არის მე მე-ში. "დედა" იმედია შცვილისთვის და რაც უფრო მეტად გაიგებს, მით უფრო კარგად არის....
ჰოდა, ამ თვალცრემლიან დედებს - სრულიად უკანონოდ წაართვეს უფლება, შვილებს ჰკითხონ: "როგორ ხარ დედა-შვილო?" "გტკივა რამე დედა?"
ხომ ცხადია, შვილების მცირე უგუნებობასაც გრძნობენ, არა თუ ტკივილს...
ადამიანებს ბევრი რამ გვეპატიება, ბევრი შეცდომა, გადაცდომა, შემთხვევითი დანაშაულიც კი არსებობს... მაგრამ გამოგონილი ბრალდებით, გამოგონილი ჩვენებებით, ცრუმოწმეობით - ანუ უსამართლობით, შვილები ციხეში გამოუმწყვდიო დედას - ამის პატიება არ მოსულა. ამისთვის ვალი უნდა გადაიხადო - იქ ზემოთაც...
ძაან აფორიაქებული და შეურაცხყოფილი ვარ დღევანდელი დღეს მომხდარი უამრავი ფაქტით.... ყველაზე მეტად კი ნატკენი ვარ - დედების ცრემლებით.
თან დედაჩემის ხმა ჩამესმის: "როგორ ხარ დედა?"
მინდა ვუპასუხო, რომ ცუდად ვარ... მაგრამ ამას არ ვიზამ.
- კარგად ვარ, დედა! შემართებით, მხნედ - გუშინ, გუშინწინ და დღეს თვალცრემლიანი დედების, ხვალ ღიმილიანი და ბედნიერი სახისთვის ბრძოლის წყურვილით ვარ...
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.