გიორგი ქადაგიძე: ოლიგარქია მოქმედებაში

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე $481 მილიონის ნახატების იმპორტზე კომენტარს ავრცელებს.

“ოლიგარქია მოქმედებაში: 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათს რომ გამოვიწერთ, ვიხდით დამატებული ღირებულების, საბაჟო და სხვა მოსაკრებელს. სამაგიეროდ, ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანს ჩამოაქვს ნახევარი მილიარდის ტვირთი და არ იხდის არაფერს.

ასევე, ოჯახს თუ წლიურად 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, იხდის ქონების გადასახადს, მაგრამ იგივე, ყველაზე მდიდარი ადამიანი არაფერს არ იხდის. დამატებით, ეს ყველაფერი ჩანს როგორც საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოდინება და საოცარ ეკონომიკურ ზრდას დაგვიხატავს საქსტატი”, – წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”