გია ხუ­ხაშ­ვი­ლი: ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­თე­მა­ტი­კოს­მა სპი­კე­რებ­მა “რამ­დე­ნი­მე ცის­ტერ­ნა” ახ­სე­ნეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში 3 000 ტონა მი­ნი­მუმ 100 ბენ­ზინმზი­დის­გან შემ­დგა­რი კო­ლო­ნაა

“თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო აფხა­ზე­თის­თვის საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბა რე­ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ეს დიდი ფარ­სია, კო­ლა­ბო­რა­ცი­ის და ბა­ნა­ლუ­რი სი­ხარ­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა და მეტი არა­ფე­რი”, – ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი წერს.

  • “ახლა არით­მე­ტი­კა­ზე – ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­თე­მა­ტი­კოს­მა სპი­კე­რებ­მა “რამ­დე­ნი­მე ცის­ტერ­ნა” ახ­სე­ნეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში 3 000 ტონა მი­ნი­მუმ 100 ბენ­ზინმზი­დის­გან შემ­დგა­რი კო­ლო­ნაა.

ნუ, “ქო­ცურ“ არით­მე­ტი­კა­ში 100-ც რამ­დე­ნი­მეა და 1000-ც“ – აცხა­დებს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ აფხა­ზეთ­ში საწ­ვავ­ზე შექ­მნი­ლი კრი­ზი­სის ფონ­ზე, საწ­ვა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­ვი­და. 12 აგ­ვის­ტოს, მთავ­რობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ საწ­ვა­ვი არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, არა­მედ ბიზ­ნეს­მა კა­ნო­ნის დაც­ვით შე­ი­ტა­ნა.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს