ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, არაფერს რუსულს, მათ შორის კანონებს“ - სტუდენტების მარშს კახა შენგელია შეუერთდა

დღეს, 26 მაისს 19:00 საათზე დაგეგმილ მარშს „რუსული კანონის” წინააღმდეგ კავკასიის უნივერსიტეტი და მისი რექტორი კახა შენგელიაც უერთდება. შენგელიას თქმით, მარშს ისინი უნივერსიტეტიდან დაიწყებენ და ფილარმონიასთან შეუერთდებიან.
„კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშს, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტიდან დაიწყება. ჩვენი სტუდენტობა, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია გავემართებით ფილარმონიისკენ და ჩვენც უარს ვიტყვით ყველაფერ რუსულზე. რუსეთი არის ოკუპანტი, სიმართლე არის ერთი. რუსეთი არის მტერი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, ევროპულ საქართველოს. არაფერს რუსულს, მათ შორის კანონებს.
საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ერთიანი, ევროპული. ამ ბავშვებს ვერაფერი მოერევა. გაუმარჯოს საქართველოს”, - განაცხადა კახა შენგელიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.