არქივი13 აგვისტო, 2024, 21:56
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარეში არასრულწლოვანს ეძებენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარეში მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია, რომელშიც ჩართულები არიან მყვინთავები.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი მდინარის ნაპირზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი წყალში ჩავარდა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.