აქცია აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან | ბათუმელი ახალგაზრდას ოჯახი გრიგოლ ბესელიას მუქარაში ადანაშაულებს

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 36 წლის ბათუმელი ავთანდილ კომახიძის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. ისინი სამმართველოს უფროსს, გრიგოლ ბესელიას ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ბესელიამ დანიშვნის შემდეგ, ავთანდილ კომახიძის დევნა დაიწყო და შეუთვალა რომ ქვეყანა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა. ამ დროისათვის კომახიძე თურქეთში იმყოფება და სურვილის მიუხედავად, საქართველოში ვერ ბრუნდება. აჭარის სამმართველოსთან შეკრებილები გრიგოლ ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათთან არავინ გამოსულა.