„არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება, გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას“ – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და შესაბამის უწყებებს საქმის დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, პატიმრობა ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვას არ ნიშნავს და, თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან გვექნება.

მინდა გამოვეხმაურო პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას. ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ, სრულყოფილ და მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვსს.
თითოეული ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავად და პატიმრობა არ ნიშნავს ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვას. სახარებაში ქრისტე მაცხოვარი ბრძანებს : “საბყრობილესა ვიყავ,და მოხვედით ჩემდა.”(მათე25:36.)ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა თანამოზიარედ აქცევს საზოგადოებას!ნებისმიერ პირს, მათ შორის თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს, აქვს უფლება იყოს დაცული ძალადობის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისგან.
თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი. არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას.
მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიუკერძოებელი,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება!
ამ საქმეში მთავარი უნდა იყოს სიმართლის დადგენა და დაზარალებული ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა ყოველგვარი ზეწოლის, დამალვის ან ანგარიშსწორების გარეშე.
2012 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა,რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ძალადობის უგულებელყოფას ან დამალვას!, – წერს სოციალურ ქსელში სასულიერო პირი. 

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე