ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია

ერთა ლიგის დაწყების წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა:
“გურამ კაშიას ბოლო თამაშის წინაც აღვნიშნე, რომ მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. უდიდესი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით და ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შენაძენია ჩვენთვის. ძალიან დაეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ჩვენი მიზანი არის ერთა ლიგაში წარმატების მიღწევა და ვფიქრობ, გურამის ყოფნა ძალიან დაეხმარება ჩვენს ნაკრებს განვითარების გასაგრძელებლად.
ჩრდილოეთ ირდლანდიის წინააღმდეგ უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია. გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა და მათგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ. გვქონდა კონსულტაცია უეფასთან და გვაქვს იმის საშუალება, რომ მატჩს საფეხბურთო სკოლებიდან 10-დან 14 წლამდე გოგონები და ბიჭები დაესწრონ. რა თქმა უნდა, ბილეთებს საჩუქრად მიიღებენ და ვფიქრობ, რომ მათი მხარდაჭერა დაეხმარება ჩვენს ნაკრებს წარმატების მიღწევაში”.
NAKREBI.GE