ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჰუსიტების" მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა აშშ-ის კუთვნილ სატვირთო ხომალდს მოხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, "ჰუსიტებმა" იემენის სანაპიროსთან ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს აშშ-ს კუთვნილ სატვირთო გემს.
გემს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი მოგზაურობას ადენის ყურეში აგრძელებს.
გადამზიდავმა კომპანიამ განაცხადა, რომ გემს ფოლადის ნაწარმი გადაჰქონდა.
რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც გაისროლეს აშშ-ის გამანადგურებლის მიმართულებით წითელ ზღვაში, გააჩერა და ჩამოაგდო ამერიკულმა გამანადგურებელმა.
"ჰუსიტები" გემებს ნოემბრიდან ესხმიან თავს. გასულ კვირას აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის არმიამ დარტყმები მიაყენა "ჰუსიტების" სამიზნეებს იემენში, გემებზე თავდასხმების საპასუხოდ. გაერთიანებულმა ძალებმა, მოკავშირეებთან კოორდინაციით, განახორციელეს ათობით საჰაერო და საზღვაო დარტყმა რაკეტების გაშვების ობიექტებზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იემენის შიგნით.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.