ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩეხეთი 2:1 დაამარცხა. პორტუგალიამ ჩეხეთს მძიმე მატჩში ძლივს სძლია [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.
ჩეხებმა პირველ ტაიმში მეტოქის შეტევები მოიგერიეს, 62-ე წუთზე კი პროვოდმა დააწინაურა. თუმცა, მალე პორტუგალიელებმა გრანაჩის ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრეს. 87-ე წუთზე რონალდოს თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე ყველას ჟოტამ დაასწრო, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა კონსეისაომ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.
ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - ჩეხეთი საქართველოს, პორტუგალია კი თურქეთს დაუპირისპირდება.
. როდესაც რონალდომ ევროზე პირველად იასპარეზა, დღევანდელ მატში გამარჯვების გოლის ავტორი კონსეისაო მაშინ 1 წლის იყო.
. 41 წლის პეპე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა.
პორტუგალია - ჩეხეთი 2:1
გოლები: 0:1 პროვოდი (62), 1:1 გრანაჩი (69, საკ. კარში), 2:1 კონსეისაო (90+2)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.