შვიდამდე გაიზარდა ოდესაზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

უკრაინის ოდესის ოლქის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა პორტის 46 წლის თანამშრომელი, რომელიც მძიმედ დაიჭრა ს მიერ ოდესაზე 9 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად.
ინფორმაცია დაჭრილის გარდაცვალების შესახებ დღეს, 10 ოქტომბერს, დილით გაავრცელა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა. გასული ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო ექვსი ადამიანის სიკვდილი. დაიჭრა ათზე მეტი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 9 ოქტომბერს, საღამოს რაკეტებით დაარტყეს ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას. დაზიანდა პანამის დროშით მცურავი სატვირთო გემიც.
ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო წინა დღეებშიც. ადგილობრივი ხელისუფლება ორი სამოქალაქო გემის დაზიანების შესახებ იუწყებოდა.
ფორუმი