“ნაპოლისა” და “მონცას” (0:0) მატჩის შემდეგ, “პარტენოპეის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ქომაგებს მიმართა.
“მომხდარზე პასუხისმგებლობას ვიღებ, ფეხბურთელები და მწვრთნელები ამაში დამნაშავეები არ არ არიან. “ნაპოლის” გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად ვიაქტიურებთ.
მატჩის შემდეგ გაბრიელე გრავინას (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) და ჯანლუკა როკის (სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი) უნდა გავესაუბრო. რადგან მსაჯების გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს ჰბადებს”, – განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.