უკვე მესამედ ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი – უჩა ნანუაშვილი

უკვე მესამედ ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი – უჩა ნანუაშვილი
„წელს, უკვე მესამედ, ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი.“- ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, „ეს კანონი რუსულია იმიტომ, რომ მისი მთავარი დანიშნულება არის საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელება და სწორედ აქეთკენ არის მიმართული მთელი „ქართული ოცნების“ მიზანი და ამისკენ მიმდინარეობს მთლიანად ბოლო თვეების განმავლობაში არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა“.
ნანუაშვილი ამერიკულ FARA-ს კანონს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი აღსრულება ვერ მოხერხდეს.
„რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება როგორც ყოველთვის იქნება საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული იმ კონვენციების, რომელსაც საქართველო შეუერთდა წლების წინ და რომლებიც დღემდე მოქმედებს, მათ შორის, ევროპული კონვენცია, მათ შორის, სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რომელთანაც შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონი არის პირდაპირ წინააღმდეგობაში. ანუ, ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური, ანტიხალხური, ანტიქართული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს და სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი ხალხი დარჩეს გამარჯვებული ამ ბრძოლაში“-განაცხადა ნანუაშვილმა.
Previous: სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი დაინიშნა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს