უილსონი მიესალმება ივანიშვილის სანქცირებას

კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც, ბოლო პერიოდში, აქტიურად ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მიესალმება ვაშინგტონის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
„მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. „რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტთან“ ერთად, 2020 წელს მოვუწოდე ამისკენ. ივანიშვილს ამერიკა სძულს, ხოლო ჩინეთი და ირანი უყვარს. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი “, — ამბობს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები