ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"უამრავ ვარსკვლავთან მითამაშია, მაგრამ პოგბა სულ სხვა იყო" - კინგსლი კომანი

"უამრავ ვარსკვლავთან მითამაშია, მაგრამ პოგბა სულ სხვა იყო" - კინგსლი კომანი

"ბაიერნის" შემტევმა კინგსლი კომანმა, რიო ფერდინანდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოგბა საუკეთესო ფეხბურთელია, ვის გვერდითაც კი ოდესმე უთამაშია.
ფრანგი შემტევის თქმით, პოლს "მანჩესტერ იუნაიტედში" ცუდად მოექცნენ.
"ბევრი ძლიერი თანაგუნდელი მყოლია, მაგალითად, ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი, ტიაგო ალკანტარა... თუმცა პოგბა სულ სხვა იყო.
მას "მანჩესტერ იუნაიტედში" ისეთი რაღაცების გაკეთებას სთხოვდნენ, რასაც მსოფლიოს არცერთი ნახევარმცველისგან არ ითხოვენ, არ ვფიქრობ, რომ "იუნაიტედის" წარუმატებლობა მისი ბრალი იყო", - განაცხადა კომანმა.
შეგახსენებთ, პოგბა და კომანი ერთად "იუვენტუსში" და საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.