ტრამპი UNRWA-ს დაფინანსების შეჩერებას გაახანგრძლივებს, აშშ კი UNHRC-ს კვლავ დატოვებს – Politico

აშშ-ს პრეზიდენტი, ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს მომავალში გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს (UNRWA) დაფინანსებას და ასევე, კიდევ ერთხელ გამოიყვანს -ს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან (UNHRC).
ინფორმაციას Politico ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ “ვერ შეასრულა თავისი მიზანი და კვლავ გამოიყენება იმ ქვეყნების დამცავად, რომლებიც ადამიანის უფლებათა საშინელ დარღვევებს სჩადიან”.

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე