სომხეთი: აზერბაიჯანი აგრძელებს ვანდალიზმისა და ქსენოფობიის პოლიტიკას

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სუმგაითის ტრაგედიის [1988 წლის 27 თებერვალს სუმგაითის სომეხი მოსახლეობის მასობრივი დარბევა. დაიღუპა ასობით სომეხი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები. ათასობით სომეხი იძულებით გადაასახლეს] 36 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ აზერბაიჯანი კვლავ აგრძელებს ვანდალიზმის, ქსენოფობიის და მტრობის პოლიტიკას.
“აზერბაიჯანი დღესაც აგრძელებს მის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური კვალის აღმოფხვრის, ასევე სომხური რელიგიური, ისტორიული და კულტურული ძეგლების შეურაცხყოფის, ვანდალიზმისა და განადგურების პოლიტიკას. სომხეთის რესპუბლიკის მიმართ მიმდინარე ქსენოფობიას და მტრულ პოლიტიკას თან ახლავს სიძულვილის, მუქარისა და აგრესიული რიტორიკის გაღვივება მაღალ დონეზე, რაც ხელს უშლის ხალხებს შორის მტრობის დაძლევას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია ასევე საერთაშორისო საზოგადოების რეაგირების მნიშვნელობაზეც.
“საერთაშორისო საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა შეაფასოს მომხდარი მასობრივი დანაშაულები და გაააქტიუროს ყველა არსებული მექანიზმი, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი დანაშაულების განმეორება და ხელი შეუწყოს სომხეთის გულწრფელ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში.”

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის