საქართველოში თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი არ შემოუშვეს

ფორმულას ინფორმაციით, საქართველოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი არ შემოუშვეს.
ის საქართველოში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვევით ჩამოვიდა, 5 თებერვალს უნდა ჰქონოდა ლექცია, თუმცა საზღვარზე შეაჩერეს და პასპორტი ჩამოართვეს.
ფორმულასთვის ცნობილია, რომ ანდრეი კურაევს საზღვარზე გადასცეს საბუთი, რომლის თანახმადაც, მას 3 წლის მანძილზე საქართველოში შემოსვლა ეკრძალება.
ანდრეი კურაევს თბილისში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში უნდა ჩაეტარებინა ლექცია, სახელწოდებით - "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლო ისტორია - 100 წელი ავტოკეფალიურ განხეთქილებაში".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.