საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს რუს თეოლოგ ანდრეი კურაევს

ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლის და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს რუს თეოლოგს, დეკანოზ ანდრეი კურაევს. ამის შესახებ ცნობა სასულიერო პირმა 3 თებერვალს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

კურაევის თქმით, საქართველოში შესვლაზე უარის მიზეზი მას არ განუმარტეს. ღამე მღვდელმა საკანში გაატარა. კურაევი შესვლაზე უარს მოსკოვის საპატრიარქოს გავლენასა და დაგეგმილ ლექციას უკავშირებს.
კურაევის ლექცია თბილისში 5 თებერვალს უნდა გამართულიყო. იგი მიეძღვნებოდა ეკლესიის ისტორიას მე-15 და მე-16 საუკუნეებში, როდესაც მსოფლიო მართლმადიდებლობის თვალსაზრისით, მოსკოვის ეკლესია განხეთქილებაში იყო, ხოლო რუსული ეკლესიის ცენტრი დე იურე მდებარეობდა კიევში, რომელიც იმხანად ლიტვის დიდ საჰერცოგოს ეკუთვნოდა.

2010-2011 წლებში კურაევი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საეკლესიო სამართლის თვალსაზრისით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო საზღვრებში მდებარეობს.
სოხუმში კურაევი კითხულობდა ლექციებს და ეწეოდა მისიონერულ საქმიანობას. რუსი სასულიერო პირი საქართველოში შესვლაზე მიღებულ უარს არ უკავშირებს ოკუპირებულ აფხაზეთში მოღვაწეობას, რადგან საქართველოში უკვე იმყოფებოდა სექტემბერში. ანდრეი კურაევი ახლა ევროკავშირში ცხოვრობს და მსოფლიო პატრიარქის ლიეტუვის ეგზარქატის წევრია.
ანდრეი კურაევს 2021 წლის აპრილიდან დროებით აკრძალული აქვს მსახურება პატრიარქ კირილეს მიერ, კორონავირუსისგან გარდაცვლილ ალექსანდრ აგეიკინზე, ელოხოვის საკათედრო ტაძრის წინამძღვარზე საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ