საქართველოს ნაკრებისა და “უოტფორდის” ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით “ინსტაგრამზე” განცხადება გაავრცელა.
“ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან.
უნდა შეწყდეს ძალადობა!
საქართველოს მომავალი არის ევროპა!
ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას! ქართველებო თქვენს გვერდით ვართ”, – წერს ჩაკვეტაძე “ინსტაგრამზე”.