რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე 2000-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა – სამედიცინო სერვისი მიიღო გალიდან, ოჩამჩირიდან, გაგრიდან და სოხუმიდან გადმოსულმა 354-მა პირმა

რუხის მრავალპროფილური კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით სარგებლობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე – ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები.
ბოლო 2 თვის განმავლობაში, საავადმყოფო უკვე 2000-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა, მათ შორის, სამედიცინო სერვისი მიიღო გალიდან, ოჩამჩირიდან, გაგრიდან და სოხუმიდან გადმოსულმა 354-მა პირმა.
რუხის საავადმყოფო ერთ-ერთი პირველია, რომელმაც რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები დააკმაყოფილა. სამედიცინო დაწესებულება, ამ ეტაპზე, 140 საწოლზეა გათვლილი. პაციენტებს, როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღება შეუძლიათ. კლინიკაში ფუნქციონირებს ნეიროქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, კარდიოლოგიის , ყბა-სახის ქირურგიისა და სხვა მიმართულების განყოფილებები. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური, ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებით.
რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება.
რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად შეაჯამა ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და შედეგები, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
რუხის საუნივერსიტეტო მრავალპროფილური საავადმყოფო 15 სექტემბერს გაიხსნა. კლინიკაში გადაუდებელი მედიცინის განყოფილება 24-საათიანი რეჟიმში ფუნქციონირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგვიანებით გავავრცელოთ ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა

მცირე პარტიებთან მიმართებაში გავითვალისწინეთ საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ პარტია პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენით არ სარგებლობს, ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესწყობილებისათვის