რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა. პროტესტის მონაწილეები უკვე თვეზე მეტია ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.
აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ამასთან, დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს BTU-ს სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორები ვაკის პარკიდან აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ.
დღის დასაწყისში აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს სიტყვით მიმართვას მოუსმინეს.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული ს ინაუგურაცია გააპროტესტეს.
მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა ინაუგურაციის ფიცი წარმოთქვა და საპოლიციო ძალებმა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩები დატოვეს, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარედ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. -ს ინფორმაციით, აქციის დაკავებული ექვსივე მონაწილე, მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.